
ევროკომისია საბჭოსა და პარლამენტს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების
სწრაფი მექანიზმის ამოქმედებისკენ მოუწოდებს.
რეგულაციები ახლა
უკვე ევროპარლამენტმა უნდა შეიმუშავოს თუმცა მანამდე
საგულისხმოა, რომ წარდგენილ დოკუმენტში ის ქვეყნები მოხვდნენ,
რომლებიც ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებას ელოდებიან.
საქართველოს, თურქერთსა და უკრაინასთან ერთად ჩამონათვალში
მოხვდა კოსოვოც, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ
ერთხმად აღიარებული ჯერ არ არის. კოსოვოს დღემდე არ აღიარებს
საქართველოც და მას სერბეთის ავტონომიურ ოლქად მიიჩნევს.