
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმების
ფორმატში რიგით 66-ე შეხვედრა უკვე რამდენიმე სააათია მიმდინარეობს
. ქართული მხარე საოკუპაციო ხაზთან უკანონო დაკავებებისა და
ბორდერიზაციის გარდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე სოფელ ხეითში 2000-ს
წელს მოკლული ბონდო გოჩაშვილის საფლავის დარბევის ფაქტზეც ისაუბრებს,
გადრაცვლილი გოჩაშვლის მშობლები საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას
სთხოვენ და ხეითის სასაფლაოდან ნეშტის გადმოსვენებას ითხოვენ.