სიახლეები
მოლაპარაკებები ერგნეთში
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რაგირების მექანიზმების ფორმატში რიგით 66-ე შეხვედრა მიმდინარეობს . შეხვედრის დაწყებამდე მხოლოდ ქართულმა მხარემ განმარტა განსახილველი საკითხები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის დავით კობახიძის განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით 32 პირი დააკავეს, აქედან 30 უკვე გათავისუფლებულია.განსახილველ საკითხებს შორის იქნება ოკუპირებულ სოფელ ხრეითში მდებარე სასაფლაოების დარბევის საკითხი.
Print