სიახლეები
მორიგი გატაცება საოკუპაციო ხაზთან
რუსმა ოკუპანტებმა და ოსმა სეპარატისტებმა, ოკუპაციის ხაზის სიახლოვეს საქართველოს ცხრა მოქალაქე გაიტაცეს. დაკავებულები საჩხერის რაიონის მკვიდრნი არიან. ეს არის სოფლები სადაც უკიდურეს გაჭირვებაში უხდებათ ცხოვრება. ადგილობრივები არ არსებული საზღვრის იქით მდებარე ტყეში ჯონჯოლის საკრეფად მიდიან, ნაწილს ყიდიან, ნაწილს ზამთრისთვის ინახავენ. ჯონჯოლი მათთვის სარისკო მაგრამ არსებობის თითქმის ერთადერთი საშუალებაა.
ბოლო ოცდაოთხი საათია შესაბამისი უწყებები დე ფაქტო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. გატაცებულთა ახლობლები ამბობენ, რომ ჯარიმის თანხა 2000 რუბლი უკვე გადაიხადეს და მათ დაბრუნებას ოჯახებში ელოდებიან.
Print