
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, დეპუტატებს - ეკა ბესელიასა და
ჩიორა თაქთაქიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
. თაქთაქიშვილმა სასამართლო რეფორმა გააკრიტიკა. ადამიანის უფლებათა
დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მას რეგლამენტის დაცვის, მიკროფონის
გამორთვისა და სხდომის დატოვებისკენ მოუწოდა, რასაც უმცირესობის წევრი
არ დაემორჩილა. ინციდენტის გამო სხდომა გადაიდო.