
ე.წ. კაბელების საქმის განხილვა დასრულდა. მალე, სასამართლო თავდაცვის
სამინიტროს
თანამშრომლებს განაჩენს გამოუტანს.
მოლოდინი ორივე მხარისთვის პოზიტიურია.
ბრალდებულები გამამართლებელ განაჩენს, ბრალმდებელი კი ხუთი პირის
პატიმრობას
ელოდება. ამ ფონზე თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, რომლის
მინისტრობას ე.წ.
კაბელების საქმის ისტორია პირდაპირ უკავშირდება, ამბობს, რომ განაჩენი
წინასწარ
დაწერილია თუმცა მოსამართლის პასუხს ისიც ელის. სწორედ ამ
გადაწყვეტილებაზეა
დამოკიდებული გავა თუ არა ირაკლი ალასანია გუნდთან ერთად ქუჩაში.