სიახლეები
ქართული გვარები ''პანამის დოკუმენტებში''
ე.წ. "პანამური დოკუმენტების" გასაჯაროვებულ ბაზაში, საქართველოს 85 მოქალაქის სახელი ფიგურირებს. ბიძინა ივანიშვილისა და დავით კეზერაშვილის გარდა, "პანამურ დოკუმენტებში" მოხვედრილ ქართველებს შორის არიან - არჩილ კბილაშვილი, ივანე ჩხარტიშვილი და კობა ნაყოფია. მათი ნაწილი, ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიების წილის მფლობელია, ნაწილი კი - მფლობელეთა წარმომადგენელი. გარდა პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენებისა, ჩამონათვალში მოხვდნენ ასევე ქართველი ადვოკატებიც.
Print