სიახლეები
მეჭიაურის პასუხი ''რესპუბლიკელებს''
"რესპუბლიკური პარტიის" მიმართვას გიორგი კვირიკაშვილისადმი - უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის, თამაზ მეჭიაურის პარტია "ქართული ოცნებიდან" გარიცხვის თაობაზე , საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პასუხობს. თამაზ მეჭიაურის განცხადებით პრემიერმა არ უნდა გაიზიაროს რესპუბლიკელების მოსაზრება მისი პარტიიდან გარიცხვასთან დაკავშირებით. ის ფიქრობს, რომ უფრო ლოგიკური იქნება პრემიერმა მიიღოს გადაწყვეტილება და რესპუბლიკელი მინისტრები,კერძოდ- თინათინ ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი პარტიიდან გარიცხოს. მეჭიაური ამბობს, რომ თუ ყველა რესპუბლიკელი დატოვებს საკუთარ თანამდებობებს ის მზად არის დატოვოს მმართველი პოლიტიკური ძალა.
Print