
ტენდერში გამარჯვებულმა აუდიტორულმა კომპანიამ დაადგინა, რომ
ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ კვადრატული მეტრი მიწა 21 ლარი ღირს,
სწორედ ამის შემდეგ გასხვისდა 29 ჰეტარი, რომელიც მწვანე
პროტესტის
მიზეზი გახდა. როგორც კონტაქტმა დაადგინა, აუდიტორული კომპანია
,,კომპაუდია", მისი ერთ ერთი დამფუძნებელი კი რესპუბლიკელი
დეპუტატი
ნოდარ ებანოიძეა.პოლიტიკოსთა სახელებისა და გვარების აღნიშნულ
ბიზნესში
აღმოჩენა კითხვებს ბადებს, იყო თუ არა ფასით ან კომპაუდის
ტენდერში
გამარჯვებით ვინმე დაინტერესებული.