
თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოს 17 მაისს ეწვევა.
დედაქალაქის
მერი თაბორის მთაზე 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთის საჯარო, პირობიანი
აუქციონის წესით გასხვისებასთან დაკავშირებით საზოგადოებას
ამომწურავ
ინფორმაციას მიაწვდის. ტერიტორიის გასხვისებასთან
დაკავშირებით
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილს კითხვები არ აქვს,
თუმცა
საზოგადების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე პროცესის მეტ
საჯაროობას
უჭერს მხარს.საიდუმლო გარიგებების შესახებ საუბრობს ნაციონალური
მოძრაობა. ირაკლი აბესაძე მერიასა და ივანიშვილს შორის
მოლაპარაკების
დეტალებს ასაჯაროებს. ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი მისი კუთვნილი
ტერიტორიიდან მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების სხვა
ტერიტორიაზე
გადატანას მოითხოვდა.