სიახლეები
სტალინისტების მსვლელობა და დაპირისპირება გორში
ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ გორშიც. ადგილობრივი ხელისუფლება, საბრძოლო დიდების მუზეუმთან იყო შეკრებილი. ადგილზე მიიწვიეს ვეტერანები. ქალაქში, დღის განმავლობაში, კიდევ რამდენიმე ღონისძიება გაიმართება. აქცია გამართეს იოსებ ჯუღაშვილის სახლმუზეუმის ეზოში შეკრებილმა სტალინის მხარდამჭერებმა და კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებმა. საზოგადოება სტალინის ხელმძღვანელმა გრიშა ონიანმა კი, გამოთქვა სურვილი - გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ კანდიდატად ვალერი კვარაცხელიამ იყაროს კენჭი. აქციის მონაწილეებმა, სტალინის სახლმუზეუმიდან ქალაქის ცენტრისკენ გადაინაცვლეს, სადაც გზად ინციდენტი მოხდა.
Print