
9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. თარიღის 71 წლისთავთან
დაკავშირებით, ვაკის პარკში დილიდან იკრიბებიან საკანონმდებლო და
აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ოპოზიციის წარმომადგენლები და
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები. ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ პრეზიდენტი
და პრემიერი. ვაკის პარკში შეკრებილებმა, დღეს კიდევ ერთხელ მიაგეს
პატივი უცნობი ჯარისკაცის საფლავს და მონუმენტი გვირგვინით
შეამკეს.