
ოპოზიციის წევრები პრეზიდენტს საარჩევნო სისტემის გერმანულ ვარიანტს
წარუდგენენ. ინტერპარტიულ ჯგუფში აცხადებენ, რომ ეს ვარიანტი
საკონსტიტუციო ცვლილებებს არ მოითხოვს. ამ ვარიანტის პარლამენტში
გასახილველად, 76 ხმაა საჭირო, ინტერპარტიულ ჯგუფს იმედი აქვს, რომ
ხმების ამ რაოდენობას მოაგროვებენ.