სიახლეები
პრეზიდენტი ოპოზიციას შეხვდება
დღეს პრეზიდეტის ადმინისტრაციაში ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრა გაიმართება. ერთ- ერთი მთავრი განსახილველი საკითხი არჩევნების თარიღია. ოპოზიცია აპირებს დააყენოს საკითხი საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, კერძოდ საუბარია გერმანულ მოდელზე რომლის მიხედვითაც უნდა შენარჩუნდეს მაჟორიტარული არჩევნები, მანდატების განაწილება უნდა მოხდეს პროპორციული არჩევნებით. ცვლილებას არ სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილება, საკმარისია 77 დეპუტატის მხარდაჭერა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.
Print