უცხოეთის ახალი ამბები
სამმხრივი შეხვედრა მოსკოვში
ანკარაში მომხდარის მიუხედავად არ ჩაშლილა და არც გადადებულა რუსეთ-თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.

ჩავუშოღლუ მოსკოვში გუშინვე ჩავიდა და დღეს კოლეგასაც შეხვდა. 
რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტი - ასე შეაფასა ოფიციალურმა მოსკოვმა ანკარაში მომხდარი ფაქტი. რუსეთის თავდაცვის მინისტრი გამოძიების მალე დასრულების და დამნაშავეების დასჯის იმედს გამოთქვამს. კრემლმა თურქეთის დედაქალაქში უკვე გააგზავნა ჯგუფი, რომელიც გამოძიებაში ჩაერთო. რუსეთის საგარეო და ძალოვან უწყებებში ელჩის მკვლელობას რუსეთის სირიაში ტერორიზმთან ბრძოლას უკავშირებენ, ცოტა ხნის წინ დასრულდა რუსეთ ირანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომლებმაც სირიის თემაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს.

Print