უცხოეთის ახალი ამბები
რუსეთის ელჩის მკვლელობა

თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობა და ის შედეგები, რომლებიც ამ ფაქტს შესაძლოა მოყვეს.

სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მომხდარის მიზანი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის შეჩერებაა, თუმცა ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ამ ფაქტმა, შესაძლოა  უფრო გააღრმაოს კიდეც. ისინი ასევე ამბობენ, რომ მათ, ვინც ელჩის მკვლელობით და რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის დაძაბვით იყო დაინტერესებული მიზანს ვერ მიაღწია. რაც შეეხება თავად საგამოძიებო პროცესს, ამ დროისათვის ანკარაში, ერთობლივმა საგამოძიებო ჯგუფმა მუშაობა დაიწყო, მასში როგორც რუსი, ასევე თურქი სამართლდამცველები მონაწილეობენ. პოლიციამ 6 ადამიანი უკვე დააკავა, აყვანილია მკვლელის დედა, მამა, და, ასევე  კიდევ ორი ნათესავი. მსოფლიო ლიდერები თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

 

Print