უცხოეთის ახალი ამბები
ხატია დეკანოიძემ პოსტი დატოვა
უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსის პოსტი ვაკანტურია.
ხატია დეკანოიძის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ცოტა ხნის წინა დააკმაყოფილა. არსენ ავაკოვის თქმით დეკანოიძემ ამ ინიციატივით მას თავად მიმართა. ფაქტს ეხმაურება თავად დეკანოიძეც. ნაციონალური პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით მან საკუთარი მოვალეობა პირნათლად შეასრულა, თუმცა მას მეტის გასაკეთებლად უფლებამოსილება არ ეყო. ყოფილ მაღალჩინოსანს სამომავლო გეგმებზე არ უსაუბრია. მან უკრაინელ ხალხს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
Print