უცხოეთის ახალი ამბები
მორიგი თავდასხმა თურქეთში
თურქეთში მორიგი ტერორისტული აქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი 12-14 წლის ბავშვია. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა.

ქვეყნის ჩრდილოეთით დატრიალებულ ტრაგედიას  სულ მცირე 51  უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტის ამსახველი ვიდეო მასალა ინტერნეტ სივრცეში მომხდარიდან მალევე გავრცელდა. აფეთქების ხმა იმ დროს გაისმა, როდესაც ახალდაქორწინებული წყვილი ცეკვავდა.

დაშავებულები საავადმყოფოში მოინახულა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

თავდასხმის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 51 ადამიანი. 100-მდე დაშავებული ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. აფეთქება ქალაქ გაზიანტებში - სირიის ქალაქ ალეპოდან 95ტ კილომეტრში მოხდა.

Print