კულტურა
ბრალდებები ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელს
ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელს სამსახურეობრივ გულგრილობაში ადანაშაულებენ.

კითხვები დავით ლორთქიფანიძესთან ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილს და „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს აქვს.

ერთობლივი ბრიფინგი  ნინო მიქიაშვილმა და  ირმა ინაშვილმა დღეს გამართეს. მათ აუდიტის დასკვნის კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრეს და განმარტეს, რომ მუზეუმებში უსაფრთხოების ზომები სათანადოდ არ არის დაცული, შესაბამისად, ხშირია ექსპონატების დაკარგვის ფაქტი.  ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელი დღეს კამერებთან არ გამოჩენილა, დავით ლორთქიფანიძემ ბრალდებებს ოფიციალური წერილით უპასუხა. ეროვნული საგანძურის დაცვასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა კულტურის მინისტრმაც.

Print