
ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში
მხატვრის საიუბილეო წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
კრებულში 200ზე მეტი ნამუშევარია
თავმოყრილი. მხატვრის მიერ შესრულებული „შიშველი ნატურების“ სერია,
ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმის საცავში ინახებოდა, თუმცა იქიდან
გამომდინარე, რომ ნამუშევრებს ჩანახატების სახე აქვს, ფართო
საზოგადოებისთვის მათი წარმოდგენა ამ დრომდე არ მომხდარა.