კულტურა
საყდრისის კომიტეტის აქცია
საყდრისის ტერიტორიაზე ოქროს მოპოვებითი სამუშაოს დაწყებიდან 2 წელი გავიდა

ტერიტორიაზე პირველი აფეთქება 2014 წლის 13 დეკემბერს განხორციელდა. „საყდრისის კომიტეტი- კულტურული მემკვიდრეობისთვის“ წევრები კულტურის მინისტრს კულტურული მემკვიდრეობის განადგურებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ უძველესი ძეგლი მიხეილ გიორგაძის ხელმოწერით განადგურდა.
საყდრისის აფეთქებიდან ორი წლისთავზე,“ საყდრისის კომიტეტი-კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ახალ ჯილდოს აწესებს და კულტურის მინისტრს გადასცემს.

როგორც მოძრაობის წევრები ამბობენ, „ოქროს ურო“-  ეს სიმბოლური ჟესტია და სამომავლოდ ყველა იმ პირს გადაეცემა, რომელიც საყდრისის მოვლენებსა თუ სხვა კულტურული მემკვვიდრეობის ძეგლის განადგურების პროცესში იყო ჩართული.

Print