კულტურა
ქართული ანბანი იუნესკო-ს სიაში
ქართული ანბანის სამივე სახეობ
ასომთავრულს, მხედრულსა და ნუსხურს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.  
გადაწყვეტილება იუნესკომ მე-11 სესიაზე მიიღო.

დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი  საქართველოს მიერ წარდგენილ ნომინაციას და მათი შეფასებით, ქართული ანბანის სამივე სახეობა სრულად შეესაბამენა  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კონვენციით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს.
ნომინაცია იუნესკოს განსახილველად  2015 წელს წარედგინა და მისი მთავარი მიზანია ხაზი გაუსვას ქართული დამწერლობის სისტემური ევოლუციის შედეგად შექმნილი ანბანის სამი სახეობის  ჰარმონიულ თანაარსებობას თანამედროვე რეალობაში.

Print