ფინეთი,უნგრეთი, იაპონია, გერმანია
და ავსტრიის შემდეგ, ცნობილი ქართველი მხატვრის,
გივი აღაპიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა, დღეს თბილსში
პირველად იმართება.
"იარტ გალერეაში" წარმოდგენილი
ნახატები, მის ძველ და ბოლო 2 წლის მანძილზე შესრულებულ ნამუშევრებს
აერთიანებს.მხატვრის ნამუშევრები 70იანი წლებიდან მოყოლებული,
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საკმაოდ მნიშვნელოვან კოლექციებსა და
მუზეუმებშია დაცული.