კულტურა
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
რა შანსი აქვს გელათსა და ბაგრატს მცხეთის მსგავსად იუნესკოს

მსოფლიო მემკვიდრეობის ძირთად ნუსხას დაუბრუნდეს. და როდის ჩათვლიან სპეციალისტები რომ ამ ორ ისტორიულ ძეგლს საფრთხე აღარ ემუქრება-

გელათი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში შესაძლოა ბაგრატის გარეშე დაბრუნდეს. თბილისში რამდენიმე წელია მუშაობენ დოკუმენტზე, რომელიც ამ ორი ძეგლის დაცალკევებას გულისხმობს, შესაბამისად გელათსა და მის მიმდებარე ტერიტორიას იუნესკოს კომიტეტის მორიგ სხდომაზე ახალ ნომინაციაზე ცალკე წარადგენენ. წარდგენას წინ უძღვის უცხოელი სპეციალისტების რეკომენდაციების გაზიარება  და მთავარი გეგმის დახვეწა.

ბაგრატის ნანგრევები გელათის მონასტერთან ერთად  კულტურული მემკვიდერეობის ნუსხაში გელათის მონასტერთან ერთად 1994 წელს შეიყვანეს, თუმცა ბაგრატის რესტავრაციის შემდეგ ორგანიზაციის წევრებმა მიიჩნიეს, რომ მას შეუსაბამო რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ორივე ძეგლი საფრთხის ქვეშ მყოფთა ნუსხაში გადაიყვანეს. ძეგლთა დაცვის სააგენტო სამომავლოდ ახალ სტრატეგიაზე მუშაობს.

მცხეთის ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან იუნესკოს ძეგლების ძირითად ნუსხაში გუშინ დაბრუნდა. ამავე ნუსხაშია ზემო სვანეთის სოფელი ჩაჟაში, რომელიც ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მდებარეობს.

Print