უცხოეთი
ევროკავშირმა ჰუმანიტარული დახმარებისთვის რეკორდული თანხა გამოყო
ევროკავშირმა 2016 წელს ჰუმანიტარული დახმარებისთვის  რეკორდული თანხა - 1,1 მილიარდი ევრო გამოყო.

შესაბამის ინფორმაციას ევროკომისია აქვეყნებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული თანხა  ლტოლვილთა და დევნილთა მზარდი რაოდენობის, სტიქიური უბედირებების შედეგების, კლიმატური ცვლილებებისა და ეკონომიკური კრიზისის გამო გახდა საჭირო. ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარების 73% გამოიყო ლტოლვილთა და დევნილთა დასახმარებლად.

Print