ინფორმაციას „ინდეფენდენთი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, განთავისუფლებული პატიმრების ადგილს სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დაპატიმრებული ადამიანები დაიკავებენ.
ქვეყნის იუსტიციის მინისტრის თქმით, აღნიშნული ამნისტია ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს შეეხებათ.
სამხედრო ამბოხების მცდელობის შემდეგ თურქეთში საერთო ჯამში 60 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს ან დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.