უცხოეთი
ჯო ბაიდენს ბელგრადში საპროტესტო აქციით შეხვდნენ.
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტის  ჯო ბაიდენის ვიზიტს ბელგრადში საპროტესტო აქციით შეხვდნენ.

სერბი ულტრანციონალისტების ნაწილმა აქცია  პრეზიდენტის სასახლის წინ გამართა.

ისინი 2015 წელს, სერბეთსა და კოსოვოს შორის, მიღწეულ შეთანხმებას აპროტესტებენ, რომელიც კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, ურთიერთობის ნორმალიზებას გულისხმობს.

აქციის მონაწილეებს  ხელში ბანერები ეკავათ წარწერით "ხმა მიეცით ტრამპს,ის გლობალიზაციის ალტერნატივაა.’’

თავის მხრივ ბაიდენმა როგორც ოფიციალურ ბელგრადს, ისე პრიშტინას ურთიერთობის ნორმალიზებისკენ მოუწოდა და 1999 წელს ნატოს მიერ სერბების დაბომბვის გამო თანაგრძნობა გამოხატა.

Print