გონიოში ორ სამხედრო მოსამსახურეს მაშველები მთელი ღამის განმავლობაში უშედეგოდ ეძებენენ.
სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო ძალებიც ჩაერთო. თვადაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე - შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეც-დანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღმითი ჩაყვინთვის შემდეგ, მათ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელია",- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით გამოძიება დაიწყო.