თავდაცვა
კაპრალი დავით ლომიძე გარდაიცვალა
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის V ქვეითი ბრიგადის 52-ე ქვეითი ბატალიონის კაპრალი დავით ლომიძე გარდაიცვალა

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გარდაცვალების მიზეზი, პირველადი მონაცემებით, გულის უკმარისობა გახდა.
“9 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში დავით ლომიძე შეუძლოდ გახდა. კაპრალი V ქვეით ბრიგადასთან ყველაზე ახლოს მდებარე გორის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1 ნაწილით (გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა). საქმეს იძიებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის საგამოძიებო განყოფილება”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კაპრალი დავით ლომიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 16 აპრილიდან მსახურობდა. ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.

Print