თავდაცვა
„ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტის აქტით არის დამტკიცებული“
სამხედრო-სავალდებულო გაწვევის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება არავისთვის სიურპრიზი არ ყოფილა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, შეიარაღებულ ძალებში სამხედრო-სავალდებულო გაწვევის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება არავისთვის სიურპრიზი არ ყოფილა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილება, პრეზიდენტის აქტით არის დამტკიცებული და  სამხედრო-სავალდებულო გაწვევის შეჩერების საკითხზე მთავრობამაც იმსჯელა.
რამდენად შესაძლებელია მის მიერ გამოცემული ბრძანება მთავრობამ გააუქმოს, თავდაცვის მინისტრის აცხადებს, რომ ამის ამის შესაძლებლობა არ არის.
"თუმცა, ზოგადად შესაძლებლობა ყველაფრის არის. შესაძლებელია მიღებული იყოს აქტი, რომელმაც უნდა გააუქმოს სხვა გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტის ბრძანებულებით არის დამტკიცებული. პრეზიდენტის ბრძანებულების გაუქმების საშუალება მხოლოდ პრეზიდენტს აქვს. ამბავი იმის შესახებ, რომ ეს გადაწყვეტილება არავისთან იყო შეთანხმებული და იყო სიურპრიზი, არ არის სიმართლე. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტის აქტით არის დამტკიცებული და მთავრობას ნამსჯელი აქვს. ეს არის ვალდებულება, რომელიც აიღო ხელისუფლებამ. გასაგებია, რომ ემოციები ასე ჭარბობს, თუმცა მთავარია, რომ პირობა და ვალდებულება, რომელიც ავიღეთ საზოგადოების და პარტნიორების წინაშე, შესრულებულია", - განაცხადა ხიდაშელმა.

Print