სპორტი
ქართველების პირველი ოქრო რიოში
ქართველი ძალოსანი  ლაშა ტალახაძე ოქროს მედალოსანია,

რიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე  სპორტსმენმა  ორჭიდის ჯამში 473  კილოგრამი ასწია და მსოფლიოს  და ოლიმპიური  რეკორდი  ერთი კილოგრამით გააუმჯობესა.

მან საქართველოს 2016 წლის ოლიმპიადაზე ოქროს პირველი მედალი მოუტანა.

გუშინდელი გამოსვლა წარმატებული აღმოჩნდა    ირაკლი თურმანიძისთვისაც  მან ,   448  კილოგრამი  ასწია.   რითიც პირადი რეკორდი დაამყარა  და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ასევე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მოპასპარეზე  შმაგი ბოლქვაძე.

გადამწყვეტ შეხვედრაში ბოლქვაძე იაპონელ სპორტსმენს  დაუპირისპირდა.

პირველი პერიოდი ფრედ დასრულდა, მეორეში კი 22 წლის მოჭიდავემ  გამარჯვების მომტანი ქულის მოპოვება შეძლო.

ამ დროისთვის ოლიმპიურ თამაშებზე ქართული დელეგაციის ანგარიშზე 5 მედალია - მათ შორის  1 ოქრო, 1 ვერცხლი, და  3  ბრინჯაო. საერთო ჩათვლაში საქართველოს ნაკრები    მეორმოცე ადგილს  ეთიოპიასთან  იყოფს.

Print