სპორტი
შმაგი ბოლქვაძემ რიო 2016-ზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში შმაგი ბოლქვაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში ბოლქვაძე იაპონელ ტომოჰირო ინუეს დაუპირისპირდა. პირველი პერიოდი უქულოდ დასრულდა, მეორეში კი 22 წლის სპორტსმენმა გამარჯვების მომტანი ქულის მოპოვება შეძლო. ეს საქართველოს მესამე მედალია თამაშებზე.
Print