საზოგადოება
სამხედრო ავტომობილის ამოტრიალების შედეგად ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა
დოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე

სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე, ,,კამაზის" მარკის სამხედრო ავტომობილი ამოტრიალდა.ავტომობილში, 37-მდე სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა.  შემთხვევის შედეგად 1 ჯარისკაცი ადგილზე გარდაიცვალა,.


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნიკა ჯანიაშვილის ინფორმაციით, სოფელ ბოდბესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 28 ადამიანი დედოფლისწყაროს საავადმყოფოშია გადაყვანილი, 7 კი - წნორში.

,,დაახლოებით 10-მდე სამხედრო იყო მძიმე მდგომარეობაში, თუმცა ჩვენ ამ წუთებში ყველა ჯარისკაცი პროფილაქტიკის მიზნით მაინც გადაგვყავს საავადმყოფოში. შემთხვევის მიზეზებს ალბათ შესაბამისი უწყება დაადგენს“,- აცხადებს   ნიკა ჯანიაშვილი.

Print