საზოგადოება
ნინო დარასელი ირაკლი მინდელისა და სალომე ჩარკვიანის გათავისუფლებას ითხოვს
„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, რუსუდან კერვალიშვილის შვილი, ჟურნალისტი

ნინო დარასელი „ცენტრ-პოინტი აჭარას“ დირექტორის ირაკლი მინდელისა და გაყიდვების მენეჯერის სალომე ჩარკვიანის გათავისუფლებას ითხოვს.

„ჩემი მოთხოვნა არის, რომ გათავისუფლდეს სალომე ჩარკვიანი, გათავისუფლდეს ირაკლი მინდელი. არავის ხარჯზე არავის უნდა თავისუფლება, დეიდაჩემი უკვე ციხეშია, ჩემი გუკა ციხეშია, დედაჩემი ყველა ეთერით აცხადებს, გთხოვთ, რომ დამაკავოთო. კიდევ რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ სხვა ადამიანების ხარჯზე არ მოხდეს სასამართლო პროცესის გაწელვა“, - აცხადებს  ნინო დარასელი.

„ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი, შპს „ცენტრ-პოინტი აჭარას“ დირექტორი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ასევე, ამავე საქმეზე დაკავებულია „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილი.

Print