საზოგადოება
ჯონ კერიმ ძველ თბილისში გაისეირნა

ჯონ კერის ძველი თბილისი საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ დაათვალიერებინა.

საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი იმყოფება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, ძველ თბილისში გაისეირნა და ადგილობრივ მოსახლეოაბს გაესაუბრა.

ჯონ კერიმ ფეხით ლესელიძის ქუჩაზე გაისეირნა. ასევე, იმყოფებოდა სიონის ტაძარში. ბოლოს კი, ქართულ რესტორანში გაჩერდა, სადაც ქართული ღვინო, ხაჭაპური და სხვა ქართული კერძები დააგემოვნა.

ჯონ კერის ძველი თბილისი საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ დაათვალიერებინა.

 

Print