საზოგადოება
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 400 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
პირველ სესიაზე დაახლოებით 400 აბიტურიენტი არ გამოცხადდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დაახლოებით 400 აბიტურიენტი არ გამოცხადდა.
"პირველ სესიაზე უნდა გამოცხადებულიყო 9300-ზე მეტი აბიტურიენტი, თუმცა აქედან დაახლოებით 400 გამოცდაზე არ მისულა, ხუთმა აბიტურიენტმა კი დააგვიანა. შესაბამისად, ისინი საგამოცდო პროცესს გამოეთიშნენ",- განაცხადა მიმინოშვილმა.
მისი თქმით, გამოცდები ძალიან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. აბიტურიენტები თავს კომფორტულად გრძნობენ იმ სიახლესთან დაკავშირებით, რაც ნაწილობრივ ელექტრონულ ფორმატს უკავშირდება.
" დაახლოებით 5 პროცენტი არ გამოცხადდა გამოცდაზე და სამწუხაროდ, გვაქვს დაგვიანების შემთხვევა, როდესაც აბიტურიენტს საგამოცდო ცენტრი აერია. აქედან გამომდინარე, მისთვის განკუთვნილ საგამოცდო ცენტრში დროულად ვერ გამოცხადდა და არ დაიშვნენ გამოცდაზე, ასეთი აბიტურიენტების რაოდენობა ხუთია", -აცხადებს მიმინოშვილი
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 500-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული.

Print