საზოგადოება
თელავში სეტყვასაშიში ღრუბლები განეიტრალდა
ღრუბელი სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებით ეტაპობრივად დამუშავდა
სსსტც "დელტას" ცნობით, დღეს, თელავის რაიონში სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტი წარმატებით განეიტრალდა.

"სსსტც "დელტას" სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ, დღეს, დილის საათებში კახეთის რეგიონის ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებაზე დაფიქსირდა 300 კმ2 ფართობის მქონე III კატეგორიის სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტი. ნალექის მასის თელავის რაიონში შემოსვლის დროს სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80% ს მიაღწია, სავარაუდო სეტყვის მარცვლების ზომა 25 მმ იყო.

6:51 საათიდან 8:15 საათამდე ღრუბელი სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებით ეტაპობრივად დამუშავდა", - აცხადებენ "დელტაში".

მათივე ცნობით, დამუშავება ქართული წარმოების სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებით განხორციელდა. ზემოქმედების შედეგად, ნალექის მასა წვიმის სახით ჩამოიცალა

Print