საზოგადოება
საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკო-ს 3 764 830 ლარი გამოეყოფა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მთავრობის გადაწყვეტილებით,

, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის 3 764 830 ლარი გამოეყოფა.

ცესკო-ს დაფინანსების შესახებ პროექტი მთავრობოს სხდომაზე ფინანსთა სამინისტრომ გაიტანა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი თაბუაშვილის თქმით, შესაძლოა თანხების ზრდა კიდევ გახდეს საჭირო, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, დაინიშნება თუ არ მეორე ტური.

"ეს იქნება ჯამში 3 764 830 ლარი, რომელიც გამოიყოფა ცესკოსთვის 2016 წლის 8 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნების უზრუნველსაყოფად", - თაბუაშვილის განმარტებით, რატომ გახდა საჭირო ცესკოსთვის დამატებითი თანხის გამოყოფა და აღნიშნა, რომ ეს ნებისმიერი არჩევნებისთვის იქნება საჭირო.

კონკრეტული თანხის დამატება ბიუჯეტიდან იმიტომ გახდა საჭირო, რომ გამოცხადდა არჩვენები და უკვე 8 ივლისიდან ჩვენ გვაქვს წინასაარჩევნო რეჟიმი. შესაბამისად, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, კიდევ იქნება დამატებითი თანხების გამოყოფა საჭირო, გამომდინარე იქიდან, თუ რამდენი მეორე ტური იქნება ჩასატარებელი, შემდეგ უკვე როგორ განაწილდება ხმები და რამდენ ხმას მიიღებენ პოლიტიკური პარტიები, რადგან მათ შესაბამისად უნდა მიიღონ დაფინანსება სახელმწიფოდან", - განაცხადა გიორგი თაბუაშვილმა.

 

Print