საზოგადოება
შს სამინისტრო თურქ კოლეგებს სრულ თანადგომას უცხადებს
"შემძრა სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარმა ტრაგედიამ."
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო თურქ ხალხს თანადგომას და მხარდაჭერას უცხადებს.
"შემძრა სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარმა ტრაგედიამ. ტერორიზმი - ესაა უმძიმესი დანაშაული კაცობრიობის წინაშე, რომელსაც მთელი ცივილიზებული სამყარო უნდა დაუპირისპირდეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თურქ კოლეგებს სრულ თანადგომას უცხადებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენი გულწრფელი სოლიდარობა თურქ ხალხს, დაზარალებულთა და გარდაცვლილთა ოჯახებს, ნათესავებსა და მეგობრებს", - განაცხადა მინისტრმა.

ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად 50-მდე ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 150-მდე დაშავდა.

Print