საზოგადოება
დღეს "ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა გაიმართება
ყრილობის დელეგატები ორგანიზაციის თავმჯდომარეს აირჩევენ.
26 ივნისს "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა გაიმართება.

ყრილობის დელეგატები ორგანიზაციის თავმჯდომარეს აირჩევენ. ახალგაზრდებს სიტყვით მიმართავს პრემიერ-მინისტრი, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი, პარტიის გენერალური მდივანი და ცენტრალური შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე.

ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება ახალგაზრდა სოციალისტების საერთაშორისო გაერთიანების ხელმძღვანელი ევინ ინკისი.

ყრილობა, რომელიც ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება, 17:00 საათზე დაიწყება.


Print