საზოგადოება
მაშველებმა სოფელ მლეთაში 80 დაშავებულს დახმარება გაუწიეს.
დღესასწაულთან დაკავშირებით 60 მაშველი, პრევენციის მიზნით, სოფელში გუშინ დილის ექვსი საათიდან იყო მობილიზებული.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ლომისობის დღესასწაულზე, დუშეთის რაიონის სოფელ მლეთაში 80 დაშავებულს დახმარება გაუწიეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ლომისობის დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მომლოცველები რთული რელიეფის გამო დაშავდნენ.
დღესასწაულთან დაკავშირებით 60 მაშველი, პრევენციის მიზნით, სოფელში გუშინ დილის ექვსი საათიდან იყო მობილიზებული.

Print