საზოგადოება
აღმაშენებლის გამზირზე აფეთქება მოხდა

 

მუშებმა სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღეს და საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, სადაც ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, აფეთქება მოხდა.
ცეცხლი ტრანსფორმატორს იმ დროს გაუჩნდა, როდესაც მუშები ძაბვის განაწილებას ახდენდნენ.
მუშებმა სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღეს და საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, აღმაშენებელზე ტრანსფორმატორის აფეთქების შედეგად ორმა მუშამ პირველი ხარისხის ზედაპირული დამწვრობები მიიღო, რის გამოც სამედიცინო ბრიგადამ ისინი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.

 

Print