სამართალი
შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმმა ბათუმში ოპერაცია დაასრულა
შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმმა ბათუმში ოპერაცია დაასრულა. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. 
სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ბათუმში, აჭარის მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.
მ დროისთვის სპეცრაზმის წარმომადგენლები თავად არიან განთავსებულნი როგორც სამმართველოს წინ, ისე ახლომდებარე იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში აქციის მონაწილეებს ჰქონდათ დაკავებული.

სპეცრაზმს ტერიტორიის გათავისუფლებისას ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები აღარ გამოუყენებია.

აღსანიშნავია, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

Print