სამართალი
ირაკლი ოქრუაშვილს ცეცხლი გაუხსნეს

გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, თავდაცვის ექს მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს


ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლი გაუხსნეს. ირაკლი ოქრუაშვილის მისი განცხადებით, ოქრუაშვილი ამომრჩევლებს თანმხლებ პირებთან ერთად რკინიგზის სადგურის დასახლებაში ხვდებოდა, როდესაც მისი მიმართულებით ერთ-ერთმა ადგილობრივმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.

დაჭრილია ოქრუაშვილის თანმხლები ორი ადამიანი. ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

Print