ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში, საკუთარი სახლის მარანში 75 წლის ქალის ცხედარი იპოვეს.
მოხუც ქალბატონს მეზობლები 7 აგვისტოდან ეძებდნენ. მათი ინფორმაციით, მოხუცი მარტო ცხოვრობდა.
"რამდენიმე დღე რომ აღარ გამოჩნდა, მეზობლებმა ძებნა დავუწყეთ. დღეს დილით ქვევრში გარდაცვლილი ვიპოვეთ. სავარაუდოდ მოკლულია, რადგან სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა", - აცხადებენ გარდაცვლილის მეზობლები.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება სსკ 108 მუხლით მიმდინარეობს მოკვლევას კახეთის პოლიციის სამმართველო აწარმოებს.