რეგიონები
დიმიტრი ქუმსიშვილი: გზის აღსადგენად 2 კვირაა საჭირო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დევდორაკის ხეობაში გზის აღდგენის სამუშაოებისთვის დაახლოებით, ორი კვირაა საჭირო.

"რესურსები, რა თქმა უნდა, მობილიზებულია. ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტშიც გათვალისწინებული გვაქვს სტიქიის ლიკვიდაციისთვის საჭირო თანხები. გუშინ ღამის ინფორმაციით, ჩვენ დაგვჭირდება ათი დღე, ორი კვირა, რომ ჩაწყვეტილი გზა აღვადგინოთ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ამალი-დევდორაკის ხეობაში მოვარდნილმა ღვარცოფმა მდინარე თერგის კალაპოტის შეცვლა გამოიწვია.
ადიდებულმა მდინარის წყალმა საავტომობილო გზის თბილისი-მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 134კმ-135კმ მონაკვეთი დააზიანა.

Print