რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან სავაჭრო- ეკონომიკურ ურთიერთობებსა და რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხებზე იმსჯელებს.
საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება.
საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს პრაღის ფორმატში პირველი შეხვედრაა.
„ჩვენ გვაქვს სტაბილური დღის წესრიგი, რომელიც ძირითადად მოიცავს სავაჭრო- ეკონომიკურ ურთიერთობებს, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ საკითხებს, ტურიზმს. ამ დღის წესრიგის მიხედვით ვიმსჯელებთ“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.