კულტურა
საერთაშორისო კინოფესტივალი „წმინდა ანდრიას ჯვარი“ იწყება
18 ოქტომბერს, 17:00 საათზე, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მეორე კორპუსში
საერთაშორისო კინოფესტივალი „წმინდა ანდრიას ჯვარი“ გაიხსნება.

წელს ფესტივალი 18-22 ოქტომბერს იმართება და მთავრობის მიერ ინიცირებული მასშტაბური პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში ეწყობა. მასში მონაწილეობენ სახელმწიფო და დამოუკიდებელი კინო-ტელე კომპანიები, სტუდიები, კერძო პირები.

ფესტივალი საზეიმოდ 22 ოქტომბერს დაიხურება, სადაც გამარჯვებული ფილმების ავტორები გამოვლინდებიან.


ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერითა და ასოციაცია „მეოხის“ ორგანიზებით იმართება. პარტნიორები: ტელეკომპანია „ერთსულოვნება“, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი.

მის.: დავით აღმაშენებლის #40, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, მეორე კორპუსი, კინოს მუზეუმი.
Print