ანონსი
10 იანვრის ანონსი
ანონსი

11:00 საათზე, კულტურის სამინისტროში ვენეციის ხელოვნების 57-ე საერთაშორისო გამოფენაზე, საქართველოს სახელით წარსადგენი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.

11:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ოფისში ეკონომიკური მედია სკოლის მეექვსე ნაკადის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

მის: ჭავჭავაძის #5

საკონტაქტო პირი მარიამ მაღულარია - 595 51 94 51

12:00 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ისრაელის პრეზიდენტს რუვენ რივლინს შეხვდება.

თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

13:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების 28 სამხედრო მოსამსახურეს ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენი გადაეცემა.

მის.: დავით აღმაშენებლის გამზ. #68

14:00 საათზე, პარლამენტში, ფარული საგამოძიებო მოქმედებების საკანონმდებლო რეგულირების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

15:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში, ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალის მონაწილეთა სცენაზე გამოსვლის თანმიმდევრობის განსაზღვრისთვის კენჭისყრა გაიმართება.

18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვის დაბადებიდან 125 წლისთავისა და გარდაცვალებიდან 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება.

მის: რუსთაველის გამზ. #11, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა

Print