მსოფლიო თასი პარლამენტში
31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით, საქართველო მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატს პირველად უმასპინძლებს.

რაგბის მსოფლიო თასი საქართველოში 17 აპრილს ჩამოაბრძანეს. ჩემპიონატის დაწყებამდე პრესტიჟული სარაგბო ჯილდო საქართველოს რეგიონებში მოგზაურობს. აღნიშნული აქციის ფარგლებში, დღეს, რაგბის კავშირის წარმომადგენლებმა და ვეტერანმა რაგბისტებმა რაგბის მსოფლიო თასი საქართველოს პარლამენტის სასახლეში მიიტანეს.
Print